18 მაისი 2024,   12:13
ვრცლად
"პრორუსულ ძალებთან და პრორუსულ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას გამოვრიცხავთ - მდინარაძე 2020 წლის არჩევნებზე

ვინ ვისთან არ ითანამშრომლებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?! - პოლიტიკური პარტიები შესაძლო პარტნიორებზე უკვე საუბრობენ.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობის შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობასა" და პრორუსულ პარტიებთან თანამშროლობა გამორიცხულია.

"პრორუსულ ძალებთან, რაც არ უნდა მოხდეს კოალიციაზე საუბარს ჩვენ გამოვრიცხავთ. ასევე პრორუსულ "ნაციონალურ მოძრაობასთან". ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართულ ოცნებას კოალიციაში ვინმესთან შესვლა არ დასჭირდება, იმიტომ რომ ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ აუცილებელია გამარჯვებულმა პარტიამ ხმების 50% მიიღოს.

"მე არ ვიცი ირაკლი კობახიძე რას გულისხმობდა 60%-ში, მაგრამ რეალურად 50%-ს მნიშვნელოვნად თუ არ აცდება გამარჯვებული პარტია ქვეყანას კარგი პერსპექტივა არ ექნება," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები