22 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვლილი 70 წლის ქალის ცხედარს მის მშობლიურ სოფელში დღეს გადაასვენებენ

ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვლილი 70 წლის ქალის ცხედარი დღეს მის მშობლიურ სოფელში უნდა გადაასვენონ. ახალგორის მკვიდრი, მარგო მარტიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას - რეგიონის სრულ იზოლაციასთან დაკავშირებით ემსხვერპლა.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პენსიონერი სასწრაფო დახმარებას საავადმყოფოში უნდა გადაეყვანა, მაგრამ ე.წ.-მა მესაზღვრეებმა გამშვები პუნქტი არც სასიცოცხლოდ აუცილებელი მდგომარეობის გამო გახსნეს. მოსახლეობა უკიდურესად კრიტიკულ ვითარებაში რჩება.

ცხინვალის საავადმყოფოში 70 წლის, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე.

"კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ უმძიმესია ვითარება ადამიანის უფლებების კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ოკუპანტი რეჟიმი არც ჩვენ არ გვაძლევს საშუალებას, რომ სულ მცირე ჰუმანიტარული კუთხით მაინც დავეხმაროთ მოქალაქეებს. ვხედავთ, პერიოდულად, ადამიანების სიცოცხლე ეწირება ოკუპანტი რეჟიმის სასტიკ პოლიტიკას," - აცხადებს სოფო კილაძე.

ევროკავშირი და ოფიციალური თბილისი საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გახსნას გამშვები პუნქტი ახალგორში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები