19 აპრილი 2024,   11:39
ვრცლად
გორთან მომხდარ ავტოავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა.  არსებული ინფორმაციით, ავარიისას გარდაცვლილი და დაშავებული მგზავრები ნათესავები არიან. დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,  რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები