17 მაისი 2024,   11:14
ვრცლად
"ვინ დგას ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელისშემშლელი ფაქტორების უკან" - ოპოზიცია და ექსპერტები კონსორციუმის დირექტორთან შეხვედრას ესწრებიან

რა პრობლემები არსებობს ანაკლიის პორტის განვითარებასთან დაკავშირებით, რა პერსპექტივები აქვს პროექტს და როგორია ზეწოლა რუსეთის მხრიდან - ეს ის კითხვებია, რომელზეც პასუხის მიღება საპარლამენტო ოპოზციის წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ ექსპერტებს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორისგან, ლევან ახლვედიანისგან სურთ.

როგორც "ევროპული საქარველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, პროექტის განხორციელებას სახელმწიფოსგან დიდი ხელშეწყობა სჭირდება.

"ურთიერთგამომრიცხავად იქცევა ხოლმე სახელმწიფო, რომლებმაც გააჩაღა პრაქტიკულად ბრძოლა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით და ამ ბრძოლის მთავარი შედეგი არის ის, რომ ამცირებს რეალურად ამ პროექტის განხორციელებისა და ინვესტირების საშუალებებს. აქ უნდა ყოფილიყო ერთიანი ძალისხმევა ყველა სახელწიფო უწყების იმაზე, რომ ჩვენ მიგვეღო მნიშვნელოვანი ინვესტიციები. პრაქტიკულად სახელმწიფომ მიზანმიმართულად ებრძოდა ამ პროექტს. რეალურად ამ პროექტს განსახორციელებლად დიდი ძალისხმევა სჭირდება ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე კი დარწმუნებულია, რომ პროექტის შეფერხებაში შესაძლოა, რუსეთის ზეწოლას მნიშვნელოვანი ადგილი ეჭიროს.

მომავლის საქართველოს უსაფრთხოების ქვაკუთხედი, არამარტო პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ სამხედრო თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ ხვდება ასეთი წინააღმდეგობა ანაკლიის პორტს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. დღევანდელი შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ გავარკვიოთ, ვინ დგას ამ ხელისშემშლელი ფაქტორების უკან. რა წვლილი მიუძღვის ამაში საქართველოს ხელისუფლებას, როგორია რუსეთის ზეწოლის მასშტაბები საქათველოს ხელისუფლებაზე," - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

დღის ამბები