17 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
"თამასა ავწიე უფრო მაღლა" - რომან გოცირიძე, რესტორანში ამჯერად თადუმაძის ლექტორებს ეპატიჟება

გენერალური პროკურორის უმაღლესი განათლება უკვე თითქმის ერთი თვეა, აქტიური განხილვის თემაა. შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაში ოპოზიციას ეჭვები სულ უფრო უმძაფრდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც არაერთი შეთავაზების მიუხედავად, თადუმაძის კურსელებს ვერ მიაკვლიეს. დეპუტატი რომან გოცირიძე, ამჯერად საჯაროდ გამოჩენისკენ პროკურორის ლექტორებს მოუწოდებს და კურსელების მსგავსად, მათაც რესტორანში ეპატიჟება.

"ახლა თამასა ავწიე უფრო მაღლა, როდესაც არ გამოჩნდა მისი არცერთი კურსელი, ახლა სახინკლეზე უფრო მაღალი რანგის რესტორანში ვეპატიჟები, ოღონდ მის ლექტორებს. მთაწმინდის პარკში ყველაზე მაღალი სიმაღლიდან დავლოცავთ მის ლექტორებს, თუკი ასეთი აღმოჩნდა ერთი მაინც," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები