17 მაისი 2024,   12:42
ვრცლად
"თადუმაძის ინტერვიუმ მათაც გაუჩინა კითხვები, ვისაც აქამდე არ ჰქონდა" - ეკა ბესელია გენპროკურორის დიპლომზე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, თადუმაძის კომიტეტზე გამოსვლამ დიპლომთან დაკავშირებით ეჭვები ისეთ ადამიანებსაც გაუჩინა, ვისაც ის აქამდე არ ჰქონდა. ბესელია თადუმაძეს დიპლომთან დაკავშირებით პასუხებსაც უწუნებს და აცხადებს, რომ გენერალური პროკურორი ასე არ უნდა საუბრობდეს:

"ასე არ უნდა საუბრობდეს გენერალური პროკურორი, რომ ეს ბოდვაა, კითხვები არ არსებობს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ იმათთვის გააჩინა კითხვები, ვისაც არ ჰქონდა, იმ ღია ინტერვიუმ კომიტეტზე. მე მგონია, რომ როდესაც ვსაუბრობთ ისეთ უმაღლეს თანამდებობებზე, როგორიცაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და გენერალური პროკურორი, აქ საერთოდ კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს დიპლომთან დაკავშირებით,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები