17 მაისი 2024,   14:02
ვრცლად
"ეშინიათ გამოძიების..." - რომან გოცირიძე პროკურატურის განცხადებაზე  

გენერალური პროკურორის განცხადებას, რომლის თანახმადაც შალვა თადუმაძე ამბობს, რომ მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს, ოპოზიციაში კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ამ განცხადებით აშკარა ხდება, რომ პროკურორი ხელს აფარებს მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებსაც საეკლესიო გადატრიალების სურვილი ჰქონდათ.  

"როდესაც გენერალური პროკურორი ამბობს, რომ არ უნდა დავიწყოთ გამოძიება, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც აწყობდნენ საეკლესიო გადატრიალებას, არიან დამნაშავეები და პროკურორი აფარებს მათ ხელს. ანუ ეშინიათ გამოძიების... ადრე თუ გვიან, ეს იქნება გამოძიებული და ვერავინ დაემალება მართლმსაჯულებას," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ გამოძიება იმ შემთხვევაში დაიწყება, თუკი შესაბამისი საგამოძიებო ორგანო რაიმე დანაშაულის ნიშნებს დაინახავს.

"თუ ამის საფუძველს ვინმე დაინახავს, ეს იქნება პროკურატურა, ეს იქნება შესაბამისი საგამოძიებო ორგანო და ამის შესახებ ისინი გადაწყვეტენ, თუკი გამოიკვეთება კანონისმიერი საფუძველი რეაგირების. თუ ეს არ გამოიკვეთება, ლოგიკურია, რომ არ უნდა დაიწყოს," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები