17 მაისი 2024,   13:42
ვრცლად
მმართველი გუნდი ოპოზიციას დიპლომატის ტექსტის არასწორ ინტერპრეტაციაში სდებს ბრალს

ოპონენტების შეფასებებს დღეს მმართველ პარტიაში უპასუხეს, სადაც აღნიშნეს, რომ ოპოზიცია დიპლომატის ტექსტს არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს და დეგნანის განცხადებაში კითხულობენ იმას, რაც რეალურად არ არსებობს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ელჩის გამოსვლა იყო ლოგიკური, მას არ გაკვირვებია იქ გაჟღერებული გზავნილები და ის გამოწვევები, რაზეც განცხადებებში იყო საუბარი ყველასთვის ცნობილია. ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესი არჩევნები გველის წინ და ჩვენი პარტნიორები პროცესში უკვე ჩართულნი არიან. თამარ ჩუგოშვილის თქმით აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად სწორედ აშშ-სთან ერთად მიმდინარეობს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ძალიან ბევრ პროგრესს მივაღწიეთ და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გრძელდება. სოფო ქაცარავა აღნიშნავს, რომ სრულ თანხვედრაშია, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამ რეფორმებს და პროცესს და ჩვენ ვართ მზად, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის გამოხმაურებებს 2020-ის არჩევნებთან დაკავშირებით სრულიად მიუღებელს უწოდებს და ამბობს, რომ 2020-ის არჩევნები ზუსტად იმ პრინციპებით ჩატარდება, არჩევნების ჩატარების  რა სტანდარტებიც დამყარდა 2012 წლიდან.

დღის ამბები