17 მაისი 2024,   13:34
ვრცლად
შეწყალების საქმე - "ევროპული საქართველო" საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს

"ევროპული საქართველო" შეწყალების სკანდალზე საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს. ფრაქცია სავარაუდო კორუფციულ სქემაზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავარ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. "ევროპული საქართველოს" ლიდერები აცხადებენ, რომ პროკურატურა არ მუშაობს და საქმის გამოძიებას შეგნებულად აჭიანურებს. 

პარლამენტის ფრაქციის "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურას არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ ეს საქმეც, სხვების მსგავსად, თაროზე შემოდის და გამოძიება გააჭიანუროს.

"გვინდა, რომ ამ საკითხმა გადმოინაცვლოს პარლამენტში და განხილვის საგანი იყოს შეწყალებები, რომელმაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. სამწუხაროდ, ჩვენი ეჭვები გამართლდა, რომ თავის დროზე პროკურატურამ საქმე აღძრა მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოებაში ატყდა ხმაური. მათ უნდოდათ ამ ხმაურის და აურზაურის ჩახშობა, სამწუხაროდ, ალბათ ეს არის მორიგი საქმე, რომელზეც პროკურატურა ფიქრობს, რომ დადებენ თაროზე," - აცხადებს ირმა ნადირაშვილმა.

დღეს ოპოზიციას უმრავლესობამ უპასუხა. მმართველი გუნდი კომისიის შექმნის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ გამოძიება დაიწყოს, უნდა არსებობდეს დანაშაულის ნიშნები. მისი თქმით, თუკი რაიმე კანონისმიერი საფუძველი გაჩნდება, სამართალდამცავი ორგანოები შესაბამისად იმოქმედებენ.

დღის ამბები