17 მაისი 2024,   13:42
ვრცლად
ვითარება ატოცში უცვლელია - რუსი ოკუპანტები პერიმეტრზე პატრულირების მიზნით ისევ გადმოდიან

ვითარება ატოცში უცვლელია. მას შემდეგ, რაც ე.წ საზღვრის ბორდერიზაციის სამუშაოები დაასრულეს, პერიმეტრზე რუსი ოკუპანტები მხოლოდ პატრულირების მიზნით გამოჩნდნენ. უცნობია როგორია მდგომარეობა ჩორჩანა-წაღვლის ტყეში, სადაც ჟურნალისტებს ზაფხულის შემდეგ არ უშვებენ.

ამ დრომდე გადაადგილება შეზღუდული იყო სოფელ ატოცშიც, თუმცა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მედია სოფელშიც შეიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, პოლიციის კონტროლის შედეგად სიტუაცია ატოცში არ გართულებულა. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ საზღვართან ვინმეს შემჩნევის შემთხვევაში გატაცება არ არის გამორიცხული, რის გამოც ადგილობრივები საზღვართან ახლოს ყოფნას ერიდებიან.

დღის ამბები