08 მაისი 2024,   03:57
ვრცლად
დაცვის პოლიციის ეკიპაჟი არასრულწლოვანს დაეჯახა

თბილისში, რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი დაშავდა. 

შემთხვევა მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვან ბიჭს დაცვის პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა. დაზარალებულს არსებული ინფორმაციით, მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.

დღის ამბები