22 ნოემბერი 2024,   06:08
ვრცლად
მუხიანში მომხდარი ავარიის დროს დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ერთი დაღუპული, სამი დაშავებული და შვიდი დაზიანებული ავტომობილი. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ საღამოს თბილისში, მუხიანის გადასახვევთან მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა სამარშრუტო ტაქსს და შემდეგ უკვე ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. შუახნის ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა.

"ხმაური იყო, გარეთ გამოვედით, საშინელი ამბავი დაგვხვდა, ქალი არის გარდაცვლილი, რომელიც ქვეითად მოსიარულე იყო," - აღნიშნა თვითმხილველმა ირაკლი ღლონტმა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის, მანანა გაბაშვილის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლია.

"გადმოყვანილია ორი ქალბატონი, 44 და 47 წლის. ავტოსაგზაო შემთხვევა იყო. ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე არის საშუალო სიმძიმის. ერთ-ერთ მათგანს აღენიშნება იდაყვის დაჟეჟილობა და სავარაუდოდ მალე გაეწერება ამბულატორიული კლინიკიდან. რაც სეეხება მეორეს, აღენიშნება ქალა-ტვინის სასუალო სიმძიმის ტრამვა. დარჩება კლინიკაში დაკვირვების მიზნით," - აღნიშნა ექიმმა.

დღის ამბები