19 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
ვაშინგტონი "დიდ შვიდიანში" რუსეთის დაბრუნებას ბლოკავს

ვაშინგტონი "დიდ შვიდიანში" რუსეთის დაბრუნებას ბლოკავს. ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ შესაბამისი ორპარტიული რეზოლუცია მიიღო.

მიზეზი მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობაა. ინიციატივა დემოკრატ კონგრესმენ ალბიო საირესს ეკუთვნის. მანამდე ტრამპმა 2020 წლის სამიტზე რუსეთის მიწვევის სურვილი გამოთქვა.

რუსეთი 2014-ტ წელს "დიდი რვიანიდან" ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს.

დღის ამბები