15 ივნისი 2024,   06:34
ვრცლად
როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში სოფლის მეურნეობა ორ წელიწადში?! - სტრატეგია "აღმაშენებლის" თემატური პრეზენტაცია

სოფლის მეურნეობის განვითარების ქართული მოდელი განიხილეს სტრატეგია "აღმაშენებლის" ფარგლებში. მორიგი თემატური პრეზენტაცია თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა. სტრატეგიის იდეის ავტორის, გიორგი ვაშაძის თქმით, გუნდმა შეიმუშავა კონკრეტული ფორმულა თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში სოფლის მეურნეობა ორ წელიწადში. შეხვედრას სფეროს ექსპერტები ესწრებიან.

ვაშაძის თქმით, რეფორმის პროექტი წამყვანი ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა.

"2 წელიწადში 3 მილიარდი ინვესტიცია და დიდი შემოსავალი, რომელსაც მიიღებს სოფელში მაცხოვრებელი ადამიანები. როგორ?! - გარანტირებული ფასი კონკურენტუნარიან პროდუქტზე სახელმწიფოს მხრიდან, ანუ ვარკვევთ მარკეტინგული ცენტის მეშვეობით, რა პროდუქტზე იქნება მოთხოვნა. მეორე - მიწის რეგისტრაციის მართლაც უნიკალური ფორმულა,  ეს არის იუსტიციის სამინისტროში მიწის სასამართლოს გაკეთება და საბოლოო ჯამში, ჩვენ ამით შეგვიძლია ძალიან დიდი ინვესტიციები შევუშვათ სოფელში,“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები