მარტვილში ჭყონდიდის ეპარქიის ტაძრის ეზოში სასულიერო პირები და მრევლი იკრიბება. ისინი მეუფე პეტრესთან კომუნიკაციას ელოდებიან.
როგორც ტაძრის ეზოში შეკრებილები აცხადებენ, საპატრიარქოს გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელია და იმ მუხლის გასაჯაროებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც მეუფე პეტრე მღვდელმთავრობას ჩამოაშორეს.
მეუფე პეტრეს მხარდამჭერი სასულიერო პირები პატრიარქის მიერ მიღებულ დღევანდელ გადაწყვეტილებას, პეტრეს მიერ პედოფილიაში და სოდომურ ცოდვებში მხილებულ პირებს უკავშირებენ.
სასულიერო პირების ნაწილი აცხადებს, რომ მათი მღვდელმთავარი პეტრეა და ახალ მეუფეს მხარს არ დაუჭერენ.