29 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
გიორგი გახარია ამ წუთებში საპატრიარქოში ილია მეორეს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ხვდება. გიორგი გახარია პატრიარქთან შეხვედრაზე საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ მივიდა. 

საპატრიარქოში გუშინ სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზედაც სინოდის წევრებმა რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს. სინოდის წევრებმა მეუფე პეტრე მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო მეუფე იაკობს გაფრთხილება მისცეს. სინოდმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების საკითხზე უშუამდგომლოს.

დღის ამბები