02 მაისი 2024,   01:36
ვრცლად
ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში დაიბარეს. მთავარ საგამოძიებო უწყებაში გვარამიას 19:00 საათზე ელოდებიან. საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, გვარამია საგამოძიებო უწყებაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით არის დაბარებული.

"სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია,"-განცხადება გენერალურმა პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.​

დღის ამბები