21 მაისი 2024,   00:47
ვრცლად
"მოქალაქე პაატა ცაავაზე აწი მე კომენტარს არ გავაკეთებ" - საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა მეუფე პეტრეზე

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავამ, მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ უკვე მეორე დღეა სასულიერო პირები სპეციალურ განცხადებას ამზადებენ, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით უნდა მიმართონ, რათა დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალოს. ედიშერ ქარჩავამ დღესვე მეუფე პეტრე ერისკაცობის სახელით მოიხსენია.

"მოქალაქე პაატა ცაავაზე აწი მე კომენტარს არ გავაკეთებ," - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

მთელი დღის განმავლობაში დღეს პატრიარქი სტუმრებს ღებულობდა, რომელთა შორისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყო და საპატრიარქოს ტერიტორია მანაც კომენტარის გარეშე დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ილია მეორესთან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტიც გეგმავს.

 

დღის ამბები