16 მაისი 2024,   04:27
ვრცლად
საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერთა რიცხვი შემცირდა - სუს-ი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ავრცელებს

"საქართველოს შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე" - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ტერორიზმის შესახებ 2018 წლის ანგარიშში წერს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად აღჭურვილი და მომზადებულია.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო "ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის" დიდი ხნის წევრია და ქვეყანა განაგრძობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, მჭიდრო თანამშრომლობას ამ მიმართულებით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველოში შემცირდა "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერთა რიცხვი.

სირიაში ან ერაყში ამ დროისთვის, დაახლოებით 14-მდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, გასულ წელს საქართველოში ტერორისტული ინციდენტები არ მომხდარა.

"ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სუსი-ს მიერ  გამოვლენილ და ლიკვიდირებული იქნა ახმედ ჩატაევი.

"თბილისსა და პანკისის ხეობაში ასევე დაკავებული იქნა რვა პირი, რომელიც დაკავშირებული იყო ამ პიროვნებასთან. ყველა მათგანზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი,"- ამბობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე.

დღის ამბები