წყალტუბოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ქვეითად მოსიარულეს, ქალაქის ცენტრალურ უბანში, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.