23 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
ცრუ დასმენის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

თაღლითობის მცდელობისა და ცრუ დასმენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა თბილისში.

გამოძიების ინფორმაციით, პოლიციაში შევიდა ინფორმაცია მანქანის მოპარვის შესახებ. საგამოძიებო მოქმედებების შედედეგად დადგინდა, რომ ინფორმაცია ცრუ იყო და ავტომობილის მფლობელმა ეს გეგმა სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით შეადგინა.

რეალურად მანქანა მესაკუთრის მეგობრის ავტოფარეხში იდგა. დაკავებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები