18 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
მოსკოვში ინგუში ძალოვანი იბრაგიმ ელჯარკიევი მოკლეს

რუსეთის დედაქალაქში ინგუში ძალოვანი მოკლეს. იბრაგიმ ელჯარკიევი ინგუშეთში ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრის დირექტორი იყო. ცენტრი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.

მოსკოვში, ელჯარკიევს ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. სროლის შედეგად დაიღუპა მისი ძმაც. რუსი სამართალდამცავები მომხდარის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ,  ერთ-ერთი მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

 ეს ელჯარკიევზე პირველი თავდასხმა არ იყო. მის ავტომობილს 2019 წელს მაშინ ესროლეს,  როდესაც ის ჩეჩნეთიდან ინგუშეთში მიემგზავრებოდა.

დღის ამბები