18 მაისი 2024,   11:32
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით სხვადასხვა ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა

შ​ინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის "სარფი" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ირანის ისლამური რესპუბლიკის 2, მაროკოს სამეფოს 1 და ალჟირის რესპუბლიკის 1 მოქალაქე დააკავეს.

მათ ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთაში ედებათ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები