20 მაისი 2024,   23:33
ვრცლად
"გვიყვარხარ" - სამების ტაძრიდან გამოსული პატრიარქი მრევლმა ემოციურად გააცილა

პატრიარქის ემოციური გაცილება სამების ტაძრიდან - ილია მეორისთვის სოლიდარობის გამოსახატად მრევლი დღეს ტაძრის ეზოში იყო შეკრებილი.

მანამდე სამებაში მყოფ მორწმუნეებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგების ნაცვლად შეგონებით მიმართა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ერი ერთმანეთთან და ღმერთთან მწუხარებამ გააერთიანა და შეკრებილებს სახარებიდან ერთი თავის წაკითხვისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ  სინოდის მძიმე და ხმაურიანი სხდომის შემდეგ ილია მეორე საჯაროდ პირველად გამოჩნდა და შეკრებილებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

ტაძრიდან გამოსულ პატრიარქს გარეთ მრევლი და ნათლულები დახვდნენ და შეძახილებითა და ტაშით გააცილეს. ტერიტორიის დატოვებამდე ილია მეორემ კიდევ ერთხელ დალოცა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილები.

დღის ამბები