21 მაისი 2024,   00:37
ვრცლად
"მეუფე პეტრემ უნდა გააცნობიეროს თავისი მდგომარეობა, გამოსწორდეს და შენდობა ითხოვოს" - პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

სასულიერო აკადემიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, მეუფე პეტრეს არ აქვს უფლება თვითნებურად აირჩიოს, რომელ მონასტერში გააგრძელებს მოღვაწეობას.

მისი თქმით, ჭყონდიდის მღვდელმთავარმა საკუთარი საქციელი უნდა მოინანიოს და გამოსწორდეს.

"თუ მეუფე პეტრე არ დაემორჩილა ამ მოწოდებას, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სამწუხარო, რადგან მას ამის უფლება არ აქვს და ამის შემდგომ პატრიარქი წმინდა სინოდთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ სასჯელის მიზანი არის ერთი რამ, რომ ადამიანი, რომელიც უხეშად არღვევდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს თავისი საქციელი შეინანოს, გააცნობიეროს თავისი მდგომარეობა, გამოსწორდეს და შენდობა ითხოვოს," - განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

დღის ამბები