21 მაისი 2024,   01:41
ვრცლად
თეოლოგები სინოდის მეორე სხდომის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ

თეოლოგების თქმით, სინოდის მეორე სხდომა რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს, რადგან აუცილებელია არსებულ კითხვებს პასუხი დროულად გაეცეს.

თეოლოგ ლადო ნარსიას მოსაზრებით, აუცილებელი და სავალდებულოა მეუფე პეტრეს მიეცეს საშუალება, ის ბრალდება, რომელიც წამოაყენა სინოდის სხდომაზე დაასაბუთოს, როგორი  მძიმე და რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს წმინდა სინოდის წევრებისთვის.

როგორც ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა თვლის, საჭიროა სინოდმა შექმნილ ვითარებაში გარკვეული განმუხტვის ელემენტები შემოიტანოს.  ეს საჭიროა იმისთვის, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო არ დაიძაბოს.

დღის ამბები