20 მაისი 2024,   21:38
ვრცლად
საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

სიგარეტი კიდევ გაძვირდა. ფასი თამბაქოს რამდენიმე სახეობაზე 20 თეთრით არის მომატებული.

გაძვირების მიზეზს სიგარეტის რეალიზაციის ადგილებში ვერ ასახელებენ. როგორც "საქართველოში თამბაქოს კონტროლის ალიანსის" დირექტორი გიორგი ბახტურიძე განმარტავს, გაძვირება არ უკავშირდება გადასახადების მატებას. 

"თამბაქოს ინდუსტრია პერიოდულუად - იანვარში, შემდგომ გაზაფხულზე, შემოდგომაზე და ზამთრის პერიოდში უმატებს ხოლმე ფასს. ბოლოს გადასახადმა მოიმატა გასულ წელს და თამბაქოს ინდუსტრია თვითონ უმატებს ფასს, რაც მათ მოგებას ზრდის,"- განმარტავს გიორგი ბახტურიძე.

დღის ამბები