21 მაისი 2024,   00:47
ვრცლად
140 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე - სტიქია საფრანგეთში

საფრანგეთში შტორმი "ამელის" გამო 140 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.

ძლიერმა ქარმა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები მოგლიჯა. ძირითად ავტომაგისტრალებზე ძლიერი წვიმის გამო მოძრაობა აიკრძალა.

სტიქიის შედეგად დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.   

დღის ამბები