20 მაისი 2024,   16:38
ვრცლად
"თუ პრეზიდენტმა ისევ "დაფრანგულობის" გზა აირჩია, ეს არის დადგმული სცენარი, ფარისევლობს ორმაგი სტანდარტით" - მეუფე პეტრე დეკანოზის შეწყალებაზე

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს შეფასებით, თუ პრეზიდენტმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე არ შეიწყალა "დაფრანგულობის" გზას აირჩევს და მიანიშნებს, რომ იქნება დადგმული სცენარი.

მეუფე პეტრეს თავად მოუწოდა სალომე ზურაბიშვილს პატივი სცეს სინოდის გადაწყვტილებას და დააკმაყოფილოს შუამდგომლობა შეწყალებასთან დაკვშირებით.

"მე მიმაჩნია, რომ თუ პრეზიდენტმა ისევ "დაფრანგულობის" გზა აირჩია და თავი შეიკავა წმინდა სინოდისა და პატრიარქის მიმართვაზე, მაშინ როდესაც ის ამბობს, რომ გმობს პატრიარქის შეურაცხყოფას, ასევე დასაგმობი იქნება პატრიარქის თხოვნის იგნორირება. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება მისი საქციელი "დაფრანგულობის" ფორმატში. გამოდის, რომ ეს არის დადგმული სცენარი, წინასწარ შეთანხმებული გეგმა, რომ საპატრიარქომ მოიხსნას პასუხისმგებლობა მორალური, უშუამდგომლოს, მაგრამ პრეზიდენტმა თქვას უარი,"- განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრე მიიჩნევს, რომ საპატრიარქომ დეკანოზ მამალაძისთვის სასჯელის გადავადების მიზნით იუსტიციის სამინისტროს უნდა მიმართოს.

საპატრიარქოს გულწრფელობის შემთხვევაში არსებობს ალტერნატივა. საპატრიარქომ სასწრაფოდ უნდა მიწეროს წერილი იუსტიციის მინისტრს, ვინაიდან მიზნები იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, არსებობს კანონი, რის თანახმადაც ხდება პატიმრის სასჯელის გადავადება მკურნალობის მიზნით. პატიმარს ათავისუფლებენ ციხიდან სამკურნალოდ, შემდეგ ის ისევ უბრუნდება სასჯელაღსრულების დაწესებულებას. აი ამ პუნქტით შესაძლებელია, რომ თუ პრეზიდენტი გახდება არაადეკვატური, იუსტიციის სამინისტრომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს საპატრიარქოს თხოვნა.

პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებაც კი საკმარისია, როცა ჩვენ მოგვიწოდებდა პატრიარქის პატივისცემისაკენ, გამოდის რომ თვითონ ორმაგი სტანდარტით ფარისევლობს, როდესაც პატრიარქის თხოვნას არ სცემს პატივს. ამით ის შეურაცხყოფას აყენებს, არამხოლოდ პატრიარქს, მთელ წმინდა სინოდს, მთელ საქართველოს მართლმადიდებურ ეკლესიას," - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

დღის ამბები