20 მაისი 2024,   20:15
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმი დაშავებული ქალის თბილისში გადმოყვანას არ თანხმდება - ქეთევან ციხელაშვილი დე ფაქტო ხელისუფლებას მიმართავს

60 წლის ქალს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, საოკუპაციო რეჟიმი თბილისში გადმოყვანაზე ამ დრომდე უარს ეუბნება. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებს, იქნება ეს დე ფაქტო წარმომადგენელი თუ რუსეთის მხრიდან, რომ მსგავს საკითხებში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჰუმანიტარული პრინციპით იხელმძღვანელონ და ამ ქალბატონის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან.

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ დე ფაქტო ცხინვალი ჰუმანურ ნაბიჯს გადადგამს და საკითხი პაციენტის სასარგებლოდ გადაწყდება.

უბედური შემთხვევის დროს დაშავებულის მდგომარეობაზე საქმის კურსშია ევროკავშირის მისია და წითელი ჯვარი. თამარ გიგაური ცხინვალის ადგილობრივ საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც მკურნალობის არანაირი პირობები არ არსებობს. მისი ოჯახი პაციენტის თბილისში დაუყოვნებლივ გადმოყვანას ითხოვს.

დღის ამბები