20 მაისი 2024,   18:52
ვრცლად
"აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს" არჩევნები პროპორციული წესით - "ევროპული საქართველოს" ინიციატივა

"ევროპულმა საქართველომ" აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა. საუბარია "აფხაზთა კრებასთან" ერთად შემუშავებულ პროექტზე, რომლის მიხედვითაც საბჭოს თავმჯდომარე დევნილებმა უნდა აირჩიონ. არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ, პროპორციული წესით უნდა გაიმართოს და დევნილის სტატუსის მქონე მოქალაქეებმა საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დამატებითი ბიულეტენები უნდა მიიღონ. საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს დევნილების მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში.

"ჩვენ არ ვაღიარებთ როგორც ლეგიტიმურ არჩევნებს, იმას, რაც დღეს ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, ვინაიდან ეს ვერ იქნება არჩევნები. ეს არის პროცესი, რომელსაც ადგილი აქვს ეთნიკური წმენდის შემდგომ და ოკუპაციის პირობებში, ამიტომ არანაირად არ გამოხატავს არც იქ მცხოვრები და, მით უმეტეს, არც დევნილი ადამიანების უფლებებს. მიგვაჩნია, რომ ნამდვილად დროული და კარგი იქნება, ჩატარდეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნები. ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველამ, მათ შორის დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმაც,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები