განგაში და ევაკუაცია ბათუმში.
სასტუმრო "ჰილტონი ბათუმში", სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დელეგატები უკვე იკრიბებოდნენ, განგაშის სიგნალი დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაისმა.
სასტუმრო ჰილტონის ადმინისტრაციის განმარტებით, მიზეზი შესაძლოა კვამლი გახდა, რომელიც სამზარეულოდან გავიდა.
"ჰილტონი ბათუმის" გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
"მინდა ბოდიში მოვუხადო სტუმრებს, ჩვენ გვქონდა საგანგაშო სიგნალი, მაგრამ ახლა ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. უსაფრთხოებაზე ვართ ორიენტირებულები, რომ ყველაფერი იყოს კარგად. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, არანაირი პრობლემა არ არის, მიმდინარეობს სისტემის მონიტორინგი" - აცხადებს "ჰილტონი ბათუმის" გენერალური მენეჯერი, ჟან კოლ დენი.
ამ დროისთვის, კონფერენცია უკვე დაწყებულია და ყველა სტუმარი დარბაზში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ფორუმის დელეგატთა შორის საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, ნატოს მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესნმენები არიან.