26 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ

ხურვალეთში რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. საოკუპაციო რეჟიმის სამშენებლო ტექნიკა რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს.

ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ საქმის კურშია ევროკავშირი და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმმა გაზაფხულზე ახალი ე.წ. საგუშაგო ააშენა. გაიყვანა გზა და საოკუპაციო ზოლი რამდენიმე ათეული მეტრით გადმოწია.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი, სოფელ ხურვალეთთან, პოლიციის საგუშაგუსთან იმყოფა.  სამართალდამცველები ჟურნალისტებს სოფელში შესვლის უფლებას არ აძლევენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

დღის ამბები