20 მაისი 2024,   23:14
ვრცლად
ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დეკანოზის შეწყალება აუცილებელია - მიხეილ რამიშვილი

„ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დეკანოზის შეწყალება აუცილებელია,“ - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა   მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

როგორც რამიშვილმა "კურიერთან" საუბარში აღნიშნა, პრეზიდენტს შეუძლია შეწყალებაზე მორატორიუმი გააუქმოს.

"პრეზიდენტის ნებაა, მას შეუძლია მორატორიუმი გააუქმოს. ამ ეტაპზე მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც შეეხება შესაწყალებელ პირებს. ეს იქნება უფრო ნათელი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ვიმედოვნებ, რომ რადგანაც პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა, ხელისუფლება უკვე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია დეკანოზის შეწყალება," - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზის შეწყალების საკითხზე იფიქრებს და ასევე, შეწყალების საკითხზე მზადდება ბრძანებულება, რომელიც უახლოეს მომავალში გამოვა.

დღის ამბები