21 მაისი 2024,   00:37
ვრცლად
ხელისუფლება ვერ ახერხებს აღკვეთოს პატრიარქის წინააღმდეგ დაანონსებული დანაშაული - მეუფე ნიკოლოზი

როგორც ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, მან არ იცის რა იგეგმებოდა პატრიარქის წინააღმდეგ, თუმცა ხედავს, რომ პატრიარქის წინააღმდეგ ჩადენილი და დაანონსებული დანაშაულებები ხელისუფლების მხრიდან დაუსჯელი  რჩება.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ის გულისხმობს ჭყონდიდის მიტროპოლიტის მიერ პატრიარქის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას და დაანონსებას, რომ ის პატრიარქის დანაშაულებების შესახებ მტკიცებულებებს გაასაჯაროებს:

"შინაარსს რა ვუყოთ, რა თქვა მან? მან ბრალი დასდო პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაში ხელისუფლებას, თუმცა სინოდზე ამაზე არ გვიმსჯელია და რატომ... მან პატრიარქს უთხრა აღსარება და პატრიარქმა განაცხადა, რომ მან აღსარება მოისმინა და ეს დამაკმაყოფილებელია.

ჩვენ არ ვიცით მეუფე იაკობი რას გულისხმობდა, მოვა დრო და ყველაფერი გაცხადდება, მაგრამ ნამდვილად ვიცით ერთი რამ, რომ ჩვენს თვალწინ პატრიარქის ხელშეუვალობის კონსტიტუციური უფლება დაირღვა და გაკეთებულია ანონსი შემდგომი დარღვევისა, რომ მოხდება პატრიარქის ლინჩის წესით გასამართლება, სხვა არაფერი ჰქვია ამას და ხელისუფლება ვერ ახერხებს აღკვეთოს ეს დანაშაული, არ მოუხდენია რეაგირება ჩადენილ დანაშაულზე პატრიარქის ხელშეუვალობის ხელყოფაზე და ხელისუფლება არ აკეთებს ანონსს,  როგორ აპირებს აღკვეთოს ლინჩის წესი, ეს არის ხელისუფლების ბრალეულობა.  ხელისუფლებამ ეს უნდა აღკვეთოს, რადგან ის არის კონსტიტუციის დაცვის გარანტი,"- განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, მძიმე დანაშაული ჩაიდინა ბოდბის მთავარეპისკოპოსმაც  და სიმთვრალეში გაკეთებული განცხადებებით და გინებით, დიდი ზიანი მიაყენა საზოგადოებას. მეუფე ნიკოლოზის ამბობს, რომ მეუფე იაკობი თავის დანაშაულს მიხვდა და პატრიარქს აღსარებაც ჩააბარა:

"მეუფე იაკობმა ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინა და მანაც საჯარო სივრცეში წარმოთქვა გინება, ეს არის მსუბუქი, მაგრამ კრიმინალური დანაშაული. მეუფე პეტრესგან განსხვავებით, მან არანორმატული ლექსიკა შენიღბა. მიუხედავად ამისა, ეს იყო დანაშაული და დიდი ზიანი მიაყენა საზოგადოებას და შესაბამისად, იყო რეაგირება. მეუფე იაკობი, სანამ დაიწყებოდა სინოდის სხდომა, მივიდა პატრიარქთან და მას უთხრა აღსარება. შემდეგ გამოვიდა სინოდის სხდომაზე და ითხოვა უპირობო შენდობა სინოდის ყველა წევრისგან. მან მოქმედებაც ჩაიდინა და იგი გადადგა თანამდებობიდან. განჩინებაში ჩაიწერა რომ მიეცეს შენდობა და განმეორების შემთხვევაში ძალიან მკაცრად დაისაჯოს,"- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე იაკობის მიერ განცხადების გაკეთების სკანდალური ფორმის გარდა, მეუფე ნიკოლოზის თქმით, მნიშვნელოვანია შინაარსიც, თუმცა სინოდზე ამაზე მსჯელობა არ ყოფილა, რადგან პატრიარქმა ჩათვალა, რომ აღსარება მისთვის დამაკმაყოფილებელი იყო.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის მხრიდან ხელისუფლების მაღალჩინოსნების მისამართით გაჟღერებულ სკანდალურ  ბრალდებას და ამაზე სინოდის რეაქციას, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა.

დღის ამბები