20 მაისი 2024,   22:41
ვრცლად
ამერიკელი კონგრესმენები ფოთის პორტის "პეის ტერმინალს" სტუმრობდნენ

ფოთის პორტში "პეის ტერმინალსის" ტერიტორია დღეს ამერიკელმა კონგრესმენებმა დაათვალიერეს.

ადამ კინზინგერმა და ალექსანდერ მუნიმ ფოთის პორტის პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და აქცენტი ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელობაზე გააკეთეს. ისინი საქართველოში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში იმყოფებიან.

"ფოთის ახალი პორტი "პეის ტერმინალსი" 18 თვეში მიიღებს გემებს, რომელსაც ექნება საშუალება მინიმუმ 50 ათასი ტონა ტვირთამეწობის ტვირთი გაიტანონ ექსპორტზე ამერიკის, კანადის, სამხრეთ ამერიკის მიმართულებით, რაც გამოიწვევს ტარიფების დაწევას და ბევრად უფრო მოსაღები იქნება დამკვეთებისთვის. ამერიკული ინვესტიციის განხორიელება გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს, მოიტანს 2 ათასამდე სამუშაო ადგილს და ცხადია, ქვეყნის ეკონომკურ გავითარებაზე დიდ გავლენას მოახდენს,"- განაცხადა "პეის ტერმინალსის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოსო დოლიძემ.

ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება. 

დღის ამბები