სკოლაში მომხდარი ჩხუბის შემდეგ მეხუთე კლასელი გოგონა საავადმყოფოში მოათავსეს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, მოზარდები ერთმანეთს სკოლის დერეფანში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი გოგონა კიბიდან დაგორდა.
მოზარდებს შორის ინცინდენტი ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. ფაქტს მანდატურებიც შეესწრნენ, რომლებმაც სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს.
10 წლის ბავშვს დაზიანებები აქვს. სკოლის ადმინისტრაცია დეტალებზე არ საუბრობს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.