25 ნოემბერი 2024,   09:12
ვრცლად
"აზარტული თამაშები კლავს"- აქცია ბათუმში

"აზარტული თამაშები კლავს"- ამ სლოგანით აქცია ამჯერად ბათუმში გაიმართა.

აქციის მონაწილეები უერთდებიან კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ. მათი მოთხოვნაა, აიკრძალოს ქვეყნის მასშტაბით აზარტული ონლაინ თამაშების სატელევიზიო რეკლამები და ბილბორდები.

კამპანიის წევრები ასევე ითხოვენ, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს აზარტულ თამაშებზე წვდომა შეეზღუდოთ.

კამოპანიის ინიციატორების თქმით, ბოლო დროს მომრავლდა თამაშდამოკიდებული პირების სუიციდის ფაქტები.

"აზარტული თამაშები კლავს"- კამპანიის ფარგლებში  მომზადდა პეტიცია და მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება.

დღის ამბები