23 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
"გუშინ მთელი ერი გააუპატიურეს, თავს ვგრძნობ აყროლებულად"- "ქართული მარშის" მხარდამჭერი

"გუშინ აშკარად მთელი ერი გააუპატიურეს" - "ქართული მარშის" მხარდამჭერი, კოსტავას გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასმართლოში მივიდა.

"გუშინ აშკარად მთელი ერი გააუპატიურეს. ამას ხელს უწყობდა პოლიცია, თავზე ფუნა მადევს და თავს ვგრძნობ აყროლებულად, მომაყენეს შეურაცხყოფა და განვიცდი ამ ტკივილებს,"- აცხადებს "ქართული მარშის მხარდამჭერი".

"ქართული მარშის" წევრების განცხადებით, ისინი ემიჯნებიან გუშინ საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს ანა სუბელიანისა და დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე,  ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა  და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა "ქართული მარშიც"

ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრებთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი,  მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.

დაზიანებები მიიღო 13-მა ადამიანმა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.

დღის ამბები