19 მაისი 2024,   05:36
ვრცლად
მთის მწვერვალიდან დაგორდა ლოდი და საფრთხე დაემუქრა ყველას და ყველაფერს - მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის განცხადებით, ეკლესიას უმძიმესი პერიოდი უდგას და პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა, როგორც სასულიერო პირებმა, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა აიღონ.

როგორც მეუფე გრიგოლმა ქადაგებაზე აღნიშნა, საქართველოს ეკლესიაში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენს თვალწინ განვითარდა პროცესი, რაც თავისი არსით არის უმძიმესი და ურთულესი. მღელვარებამ მოიცვა მთელი საზოგადოება, მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოს უძველესი სამოციქულო საყდარი და აქ განვითარებული მოვლენები, რამაც არავინ დატოვა გულგრილი. ჩვენ აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში, როგორც 2018 წლის ერთ-ერთ შეხვედრაზე მისი უწმინდესობა ბრძანებდა, "მთის მწვერვალიდან დაგორდა ლოდი" და საფრთხე დაემუქრა ყველას და ყველაფერს!

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი საერთო სახალხო სასამართლო პროცესში ჩართვა, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ემოციური დუღილის პროცესი, და ნებისმიერი მხრიდან ყოველგვარი განცხადება, თუნდაც კეთილი განზრახვით ნაკარნახევი აზრი, ისედაც მძიმე მდგომარეობის, კიდევ უფრო დამამძიმებელი შეიძლება აღმოჩნდეს

დღეს, დღის წესრიგში დგას ერთადერთი და უმთავრესი ამოცანა – შექმნილი კრიზისული ვითარების დაძლევა; და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბრის გაგრძელება იმ რეჟიმში და იმ გარემოში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ყოველგვარი ხელის შემშლელი ფაქტორებისგან განრიდებულად ვიზრუნოთ არსებული პრობლემების დაძლევასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. შექმნილ ვითარებაზე ყველაა პასუხისმგებელი," - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა. 

 

 

დღის ამბები