19 მაისი 2024,   07:30
ვრცლად
"და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ბოლო დღეც პროტესტის ფონზე გაიმართება

დღეს ლგბტ+ თემატიკაზე გადაღებული, ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ბოლო დღეა.

როგორც ცნობილია, კინოამირანთან აქციის მონაწილეები შეკრებას ისევ აპირებენ.

კინოთეატრების "ამირანისა" და "კავეას" მარკეტინგის დირექტორის გვანცა გარმელიას განცხადებით, კინოჩვენების გამართვა სამართალდამცველებთან კოორდინირებულად მოხდება.

მისივე განცხადებით, მაყურებლის იმ ნაწილმა, ვინც პარასკევს ვერ მოახერხა ფილმის ნახვა და შეძენილი აქვს ბილეთები, კინოჩვენებას შეუძლია დღეს დაესწროს.

"გუშინ რადგან ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, ცხადია დღესაც ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც დაგეგმილია. ვითანამშრომლებთ სამართალდამცველებთან, ისინი ჩვენთან ერთად კვლავ იზრუნებენ უსაფრთხოებაზე. გუშინ თითქმის ყველამ, ვინც პირველ დღეს ფილმის ნახვა ვერ მოახერხა, მოვიდა, თუმცა თუ დარჩა ისეთი ადამიანი, რომელსაც ბილეთი ჯერ კიდევ აქვს, შეთავაზება ძალაშია, შეუძლიათ დღეს მობრძანდნენ," - აღნიშნა გვანცა გარმელიამ.

დღის ამბები