19 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
საქმე იყო განკვეთაზე და პატრიარქმა ეს არ გააკეთა. ეკლესიაში ვისთან მოდიან, პეტრესთან მოდიოდნენ თუ უფალთან - მეუფე დამიანე 

"ჩვენში ამპარტავნება ყველაშია და საყვარელ ადამიანს რომ გამილანძღავ არაა ეს სწორი და მართალი. რა დააშავა მეუფე გრიგოლმა, ცხვირი რომ აქვთ მიბრუნებული," - ამის შესახებ სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა  დამიანემ განაცხადა.

მიტროპოლიტიტი დამიანე ჭყონდიდში ახალი მმართველის მეუფე გრიგოლ კაციას მხარდასაჭერად ჩავიდა და აღნიშნა, რომ ეკლესიაში მრევლი რომელიმე მეუფის გამო არ უნდა დადიოდეს.

გარდა ამისა, მეუფე დამიანე ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს განცხადებებსა გამოეხმაურა და მისი ქმედებებს შეცდომა უწოდა.

"ვნახეთ, რამდენი შრომაა აქ და როგორ ეპყრობა ხალხი ამ ნაშრომს. დედებისა და მამების ზოგი საქციელი ორი საპირისპირო მიმართულების იყო. ერთი იყო ცრემლი სასულიერო პირის, რომელიც მისტიროდა მოძღვარს,  მას არ უთქვამს რაღაც ისეთი და არ მგონია, რომ გაიფიქრებდა პატრიარქის წინააღმდეგ ან აზრად მოსვლოდა, მას უყვარს თავისი მოძღვარი მიუხედავად იმისა, რომ რაღაცაში შეცდა.  ნაწილი გაჰყვა, აქეზებენ. რაში უდგები გვერდში? მილანძღავ მამას? აბა წარმოიდგინეთ, რომ საკუთარი მამა გაგილანძღონ, რაც მოხვდება ხელში ალბათ ჩაარტყამ თავში.

ჩვენში ამპარტავნება ყველაშია და საყვარელ ადამიანს რომ გამილანძღავ არაა ეს სწორი და მართალი.  რა დააშავა მეუფე გრიგოლმა, ცხვირი რომ აქვთ მიბრუნებული. ეკლესიაში ვისთან მოდიან, ჩემთან თუ გრიგოლთან, პეტრესთან მოდიოდნენ თუ უფალთან?  თქვენ რომ მოგესმინათ სინოდზე იქ რა იყო, შეიძლება ჩხუბი დაგეწყოთ, ვინც არასწორად იქცევა მათ მიმართ. საქმე იყო განკვეთაზე და პატრიარქმა არ გააკეთა ეს.

ძალიან მწყინს რაც მოხდა, რადგან მღვდელმთავარია ის, არავის უნდოდა ეს, მაგრამ არ გაჩერდა. შეცდომაა, რაც ხდება ზოგი სასულიერო პირის მხირდან, ეს არაა სულიერება, ეს არაა სასულიერო პირის ქმედება. უფლის დაშვებაა და უნდა დაემორჩილო მას. მე არ ვიცი რატომ გააკეთა ეს მეუფე პეტრემ, მაგრამ აღსარებას აბარებს ალბათ... მეუფე პეტრეზეც ვილოცოთ, გრიგოლზეც. ის, რაც მეუფემ იშრომა, კი არ უნდა გავანიავოთ, უნდა  შევინახოთ,  ეს ღვთისაა. ერთგულება კარგია, მაგრამ სულიერებას არ უნდა გადავცდეთ. მეუფე გრიგოლს ძალინ სჭირდება გვერდში დგომა, მასთანაა ყველა მღვდელმთავარი," - განაცხადა მეუფე დამიანემ.

 

დღის ამბები