03 ივნისი 2024,   19:45
ვრცლად
ნაზი ჯანეზაშვილი 10 მიზეზს ასახელებს რის გამოც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი არ უნდა დაამტკიცოს

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტს მოუწოდებს,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 მსურველი კანდიდატი არ დაამტკიცოს. 

ჯანეზაშვილი 10 მიზეზს ასახელებს, რის გამოც, საქართველოს პარლამენტმა მათ მხარი არ უნდა დაუჭიროს.

1)20ივნისის კენჭისყრაზე გამოვლრნილი დარღვევები

2)გიორგი მიქაუტაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დარღვევით დარეგისტრირდა

3) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის , როგორც იუსტიციის საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის ინტერესთა კონფლიქტი

4) იუსტიციის უმაღლესი დაბჭოს მდივანს ხელი მიუწვდება სხვა კანდიდატების განცხადებებზე, ელექტრონული პორტალის მეშვეობით

5) უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების თამარ ონიანისა და ირაკლი შენგელიას ინტერესთა კონფლიქტი

6)კანონდარღვევით დადგენილი კენჭისყრის შედეგების ოქმი

7) დიმიტრი გვრიტიშვილი როგორც საბჭოს სხდომების არაუფლებამოსილი თავმჯდომარე

8)კენჭისყრის თაობაზე კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა

9)სხდომების საჯაროობის ნაკლებობა, სხდომის დროისა და დღის წესრიგების დაგვიანებით გამოქვეყნების თვალსაზრისით

10)მოსამართლე წევრების მხრიდან სამოსამართლო ეთიკის სტანდარტების დარღვევა,"-განმარტავს ნაზი ჯანეზაშვილი.

ეს არის კიდევ ერთი საპროტესტო ინიციატივა მას შემდეგ, რაც ანა დოლიძემ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მოუწოდა, რომ ჩააგდონ სია.

დღის ამბები