25 აპრილი 2024,   18:28
ვრცლად
შსს-მ ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ფილმში  „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფიის  ნიშნები ვერ დაინახა.  შესაბამისად,  უწყებამ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებაზე გამოძიება არ დაიწყო.

"მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია,"- განუცხადეს "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

"ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტის" დირექტორი ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოპრემიერის გამართვამდე მიმართა და ჩვენების აკრძალვა მოითხოვა. 

დღის ამბები