20 მაისი 2024,   22:55
ვრცლად
ევგენი პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი ლევან აკინის დაკავებას ითხოვს

ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" - მონაწილე არასრულწლოვანი ბავშვების უფლებების სავარაუდო დარღვევაზე გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე ისევ საუბრობენ. ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე ლევან აკიმის დაკავებას ითხოვს.

"მცირეწლოვანი ბავშვები და მათი მშობლები, ლევან აკინისა და ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ იყვნენ მოტყუებულნი. მშობლები ჩივიან და ლევან აკინის დასჯას ითხოვენ. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, თუკი ლევან აკინი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ახლავე მიიღეთ პრევენციული ზომები, რომ მან ქვეყანა არ დატოვოს," - აცხადებს რუსული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე.  

ლორთქიფანიძის განცხადებითვე, ცეკვის ერთ-ერთ ეპიზოდზე ბავშვები კანონდარღვევით გადაიღეს და აუცილებელია, რომ ფაქტს შესაბამისი რეაგირება პროკურატურისგან მოჰყვეს.

დღეს კი შსს-მ დიმირტი ლორთქიფანიძის 8 ნოემბერს შეტანილ წერილზე, განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ფილმის შესწავლის შემდეგ "და ჩვენ ვიცეკვეთ" პორნოგრაფია არ გამოიკვეთა, რის გამოც სამინისტრომ გამოძიება არ დაიწყო.

დღის ამბები