20 მაისი 2024,   23:14
ვრცლად
მეუფე პეტრე არასდროს იტყუება... - დეკანოზ მამალაძის ძმა პატრიარქის მიმართ მორიგ ბრალდებას ეხმაურება

 ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს მორიგ სკანდალურ ბრალდებებს გამოეხმაურა.

როგორც თორნიკე მამალაძე "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, ის ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს გაჟღერებულ ბრალდებებს.

რაც შეეხება დეკანოზის საქმეზე სასამართლო პროცესების დახურვის საკითხს, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ არსებობდა რამდენიმე მიზეზი. ერთ-ერთი კი მისი ინფორმაციით, პროცესში მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა მიიღო მონაწილეობა.

"მეუფე პეტრეს განცხადებებს ვერ დავადასტურებ, მაგრამ მე როგორც მას ვიცნობ, არასდროს  იტყუება...

პროკურატურას არ ჰქონდა მტკიცებულებები და სასამართლო სხდომები ამიტომ დაიხურა. ასევე, ჩემი ძმა მესამე პირზეც საუბრობს და სავარაუდოდ, ეს მესამე პირი სასულიერო პირია, რომელიც სასამართლო სხდომების დახურვასთან კავშირშია. დღეის გადმოსახედიდან ეს, სავარაუდოდ, სოდომურ ცოდვასთან არის დაკავშირებული. ჩემი აზრით, მაღალი სასულიერო პირი იქნება, რადგან დაბალი სასულიერო პირები არავის  აინტერესებს," - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მეუფე პეტრეს განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს ილია მეორე პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების ჩართვას სთხოვდა, რისი მტკიცებულებები პროკურატურაშიც დევს. ყოფილი მიტროპოლიტი ამბობს, რომ მამა გიორგი არ იყო ერთადერთი, ვისაც უწმინდესი მსგავსი თხოვნით მიმართავდა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა კიდევ ერთ ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, პატრიარქი სექსუალურ კავშირს ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანების მიმართ, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ახორციელდება და სიჩუმის სანაცვლოდ ის ამაში ფულსაც იხდიდა.

დღის ამბები