ხარაგაულში, სოფელ ნადაბურში, მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი უფროსკლასელ გოგონასთან სექსუალური აქტის დამყარებას ცდილობდა, რაც დაკავების მიზეზი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 10-დან 13-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.