ორი ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა ავტოავარიას თბილისში - შემთხვევა გვიან ღამით ცოტნე დადიანის გამზირზე მოხდა.
დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი საპირისპიროდ მყოფ ორ ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ორი და დაშავდა სამი ადამიანი.
"ძლიერი ხმაური იყო. აფეთქება მეგონა და გავედი გარეთ. როგორ მოხდა და ვისი ბრალი იყო, ეგ არ ვიცი," - განაცხადა თვითმხილველმა ლია სოფრომაძემ.
ექიმის, გიორგი მძინარიშვილის ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
"ორი პაციენტია შემოყვანილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ამ ეტაპისთვის ორივეს მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია, მიმდინარეობს დაკვირვება. ორივეს აღენიშნება ქალა ტვინის დახურული ტრამვა, დანარჩენი უკვე კვლევის შედეგად გვეცოდენება," - აღნიშნა ექიმმა.