16 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთვევას ქარელში. მას ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც საცხოვრებელ სახლთან გზაზე გადადიოდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
"ბავშვი ქარელში მიდიოდა და მანქანა დაეჯახა. არ მიაქციეს ყურადღება და მიატოვეს. 16 წლის იყო. დევნილია სამაჩაბლოდან," - განაცხადა თვითმხილველმა თეიმურაზ ცისკაძემ.
გარდაცვლილის მეგობრის, ნიკოლოზ საძაგლიშვილის ინფორმაციით მძღოლს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
"დაახლოებით 6-დან 7-საათამდე ბავშვს მანქანა დაეჯახა. როგორც ვიცით ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლს ამ დრომდე ეძებენ. გამოძიება დაწყებულია. ექსპერტებიც იყვნენ მოსულები და პოლიციამაც ჩაატარა სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები," - აღნიშნა გარდავლილის მეგობარმა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.