19 აპრილი 2024,   16:49
ვრცლად
ასე დაიფერფლება "ქართული ოცნება" - ქუთაისში, პროტესტის ნიშნად, უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატების სია დაწვეს

ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციამ მერიასთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეებმა იმ მაჟორიტარი დეპუტატების სახელები და გვარები ამოიკითხეს, რომელთაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. აქციის მონაწილეებმა უმრავლესობის დეპუტატების სია პროტესტის ნიშნად დაწვეს. 

აქციის მონაწილეების თქმით, ამ მაჟორიტარმა დეპუტატებმა ადამიანებს  "თვალები მეორედ დასთხარეს".

"ეს ადამიანები არიან სამარცხვინოები და ასე დაიფერფლება "ქართული ოცნება". არ ვაპატიებთ, რომ მოგვატყუეს და გავაპროტესტებთ, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

დემონსტრანტებმა ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს "ქუთაისის სირცხვილი" უწოდეს.

დღის ამბები